დიდ დიღომში გუდვილთან ხანძარია - კვირის პალიტრა

დიდ დიღომში გუდვილთან ხანძარია

დიდ დიღომში, გუდვილთან ხანძარი ერთ-ერთ სასაწყობე ფართში გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, დამწვარია 600 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილიდან გამოყვანილია ერთი ადამიანი. ხანძრის ჩასაქრობად 23 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში ცეცხლი „ტექნოლუქსის“ საწყობს გაუჩნდა.

ცეცხლის ჩაქრობას ართულებს ძლიერი ქარი. სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვთ პერიმეტრი.