ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლი დაჭრეს - დაკავებულია 44 წლის მამაკაცი - კვირის პალიტრა

ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლი დაჭრეს - დაკავებულია 44 წლის მამაკაცი

ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე, ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული ი.ჩ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 1958 წელს დაბადებულ ბ.ლ-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლი გუშინ დაჭრეს. მიკროავტობუსის მძღოლი საავადმყოფოშია მოთავსებული.