პეკინის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს - დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე გაისროლეს
19-03-2019
პეკინის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს - დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე გაისროლეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, პეკინის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

დამნაშავე პირების დადგენა
დაკავების მიზნით სამართალდამცველები ოპერატოიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ცნობისთვის, პეკინის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო" დააყაჩაღეს.

"ინტერპრესნიუსი"

ზურაბი
20 მარტი 2019 08:51
მიკრო საფინანსოს რამდენი ყავს დაყაჩაღებული ?

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?