დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასამართლო პროცესი გადაიდება - კვირის პალიტრა

დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასამართლო პროცესი გადაიდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა განუცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული მიზეზი, რატომ არის კირკიტაძე შეუძლოდ, მისთვის უცნობია.

ამასთან, გიორგი ბოტკოველის განმარტებით, სასამართლო პროცესი, რომელიც დავით კირკიტაძის ბრალდების საქმეზე დღეს, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, გადაიდება სწორედ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

"ჩვენ ვიცით, რომ შეუძლოდ არის და ვერ მოახერხებს სასამართლოში გამოცხადებას. ამ დროისთვის ციხეშია და თავს შეუძლოდ გრძნობს", - განაცხადა ბოტკოველმა.

"ინტერპრესნიუსი"