"ჩემს შვილს არაფერი ჩაუდენია და ამას დაამტკიცებს" - კვირის პალიტრა

"ჩემს შვილს არაფერი ჩაუდენია და ამას დაამტკიცებს"

არაფერი ჩაუდენია და ამას დაამტკიცებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებულ ზურაბ მჭედლიძის დედამ საავადმყოფოს დატოვების დროს განუცხადა. მას მჭედლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ უსაუბრია და კლინიკა უკომენტაროდ დატოვა.

დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული ზურაბ მჭედლიძის გამოკითხვა დასრულდა. მჭედლიძესთან გამოკითხვაზე გამომძიებლები დღის პირველ ნახევარში შევიდნენ. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არც გამოკითხვამდე და არც შემდეგ გაუკეთებიათ.

ზურაბ მჭედლიძე დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, დიდ დიღომში ხანძარი 17 მარტს გაჩნდა. დაიწვა 2 000 კვადრატულ მეტრამდე სასაწყობე ფართი, რომელშიც ტექნიკა ინახებოდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"