საქართველოში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან
საქართველოში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან
იუსტიციის სამინისტრომ ჰააგაში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში განაცხადა.

"ჩვენ ვაგრძელებთ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია ის, რომ 2016 წელს ჩვენ, ფატუ ბენსუდას ინიციატივით და თხოვნით დავიწყეთ მოლაპარაკებები: თუკი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დასჭირდებოდა, რამდენიმე პატიმარი მიგვეღო და სასჯელი მათთვის აღგვესრულებინა საქართველოს საპატიმროებში. სამწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და ჰააგაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ გადმოყვანის
შესახებ მემორანდუმს. ამ მემორანდუმით ჩავდექით ისეთი სახელმწიფოების ნუსხაში, რომელიც ალბათ, ზოგიერთის თვალში "წარუმატებლები" არიან. ესენია: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, ნორვეგია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილო ირლანდია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები