საქართველოში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან - კვირის პალიტრა

საქართველოში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან

იუსტიციის სამინისტრომ ჰააგაში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში განაცხადა.

"ჩვენ ვაგრძელებთ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია ის, რომ 2016 წელს ჩვენ, ფატუ ბენსუდას ინიციატივით და თხოვნით დავიწყეთ მოლაპარაკებები: თუკი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დასჭირდებოდა, რამდენიმე პატიმარი მიგვეღო და სასჯელი მათთვის აღგვესრულებინა საქართველოს საპატიმროებში. სამწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და ჰააგაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ გადმოყვანის შესახებ მემორანდუმს. ამ მემორანდუმით ჩავდექით ისეთი სახელმწიფოების ნუსხაში, რომელიც ალბათ, ზოგიერთის თვალში "წარუმატებლები" არიან. ესენია: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, ნორვეგია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილო ირლანდია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"