ოზურგეთში პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს
21-03-2019
ოზურგეთში პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს
ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა მიმდინარე წლის 19 მარტს მოხდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

"2019 წლის 19 მარტს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში, ღამის საათებში საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის მგზავრი გადმოვიდა ავტომანქანიდან, საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აღნიშნული პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი
ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები