"ვაღიარებთ, რომ ისეთ დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა ქურდობა, ოჯახური დანაშაული და ა.შ. გვაქვს გარკვეული ზრდა" - კვირის პალიტრა

"ვაღიარებთ, რომ ისეთ დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა ქურდობა, ოჯახური დანაშაული და ა.შ. გვაქვს გარკვეული ზრდა"

საქართველოს პოლიცია და შს სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, სტატისტიკა მძიმე დანაშაულებთან მიმართებაში კლებადია, თუმცა არსებობს მიმართულებები და დანაშაულები, სადაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლების საჭიროებაა.

შს მინისტრის შეფასებით, პრობლემების მოგვარების შინაარსობრივი საუბრის მაგივრად, პოლიტიკური განცხადებები მოისმინა.

"როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა, ამის მაგივრად მივიღეთ პოლიტიკური განცხადებები. ხაზგასმით ვამბობ, რომ სტატისტიკური მონაცემები მძიმე დანაშაულების ნაწილში პოზიტიურია. საქართველოს პოლიცია და შს სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით, თუმცა ვაღიარებთ, რომ ისეთ დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა ქურდობა, ოჯახური დანაშაული და ა.შ. გვაქვს გარკვეული ზრდა და საზოგადოებასთან ერთად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"