"შუბითიძეს ნავში მყოფმა ორმა ნიღბიანმა ესროლა" - გურჯაანში გარემოს დაცვის რეგიონული სამსახურის უფროსის დაჭრის საქმეზე ერთი პირია დაკავებული - კვირის პალიტრა

"შუბითიძეს ნავში მყოფმა ორმა ნიღბიანმა ესროლა" - გურჯაანში გარემოს დაცვის რეგიონული სამსახურის უფროსის დაჭრის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სროლის დროს, რასაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის ბესიკ შუბითიძის დაჭრა მოყვა, კიდევ ერთი პირია დაშავებული.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ბესიკ შუბითიძეს მდინარე ალაზნის მიმდებარედ გეგმური შემოწმების დროს, ნავში მყოფმა ორმა ნიღბიანმა ესროლა, რასაც შუბითიძის მხრიდან საპასუხო გასროლა მოყვა. შედეგად, ფეხის არეში დაიჭრა ერთი პირი, რომელმაც თავდაპირველად მიმავლა მოახერხა. აღნიშნული პირი პოლიციამ გვიან ღამით დააკავა. იგი ამჟამად გურჯაანის ჯეოჰოსპიტალშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"