ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, Nissan Tiida-ს მარკის ავტომობილი სამშენებლო ამწეს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ქვეითი და Nissan Tiida-ს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"