ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
23-03-2019
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, Nissan Tiida-ს მარკის ავტომობილი სამშენებლო ამწეს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ქვეითი და Nissan Tiida-ს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან
ათ წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები