ვეფხი და მოყმის ძეგლთან ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა
თბილისში, ვეფხი და მოყმის ძეგლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.