ვეფხი და მოყმის ძეგლთან ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა - კვირის პალიტრა

ვეფხი და მოყმის ძეგლთან ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, ვეფხი და მოყმის ძეგლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.