"მოჩვენებები მაქვს, სულები მეჩურჩულებიანო" - 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს იძულებითი მკურნალობა დაენიშნა - კვირის პალიტრა

"მოჩვენებები მაქვს, სულები მეჩურჩულებიანო" - 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს იძულებითი მკურნალობა დაენიშნა

რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს იძულებითი მკურნალობა განესაზღრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, მოსამართლე მადონა მაისურაძემ პროკურატურის მიერ წარდგენილი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვალერი ირემაძეს ორწლიანი იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა.

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პირი იძულებით მკურნალობას ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაივლის.

რუსთავში, მკვლელობა 10 თებერვალს მოხდა.  ვალერი ირემაძემ 13 წლის ძმისშვილს, გოგიტა ირემაძეს დანით 20-მდე ჭრილობა მიაყენა. იმ საბედისწერო დღეს, დილის 10 საათზე, განგაში ატეხა ვალერის მამამ, სწორედ მასთან მოუხდა კონფლიქტი შვილს. მამამ გარეთ გამოსვლა მოახერხა და საშველად მეზობლებს უხმო, ამასობაში ვალერიმ ბინის კარი ჩაკეტა. შიგნით მძინარე გოგიტა იყო... პოლიცია მოვიდა, მაგრამ როგორც მეზობლები ამბობენ, 20-25 წუთი შორიდან უყურებდნენ. ყველაფერს და ბინაში შესვლა არც უცდიათ. ბინაში ფანჯრიდან შეღწევა მეზობელმა, გიორგი დიასამიძემ გარისკა, მაგრამ წამებში უკან გამობრუნდა, რადგან დასისხლიანებულმა მამაკაცმა დანით ხელში მისკენაც გაიწია...

"პოლიციას მოსვლისთანავე რომ შეემტვრია კარი, იქნებ ეშველათ ბავშვისთვის"

გიორგი დიასამიძე, მეზობელი: "ვალერის მამა პირველად ჩვენთან ამოვიდა, შველას გვთხოვდა. მაშინვე ჩავედით პირველ

სართულზე, ვალერი კარს არ აღებდა. მეზობელმა პატრული გამოიძახა, მოვიდნენ, მაგრამ ერთადერთი, რაც გააკეთეს, ფანჯარა გააღეს. ვეძახდით გარედან, მაგრამ არავინ გვპასუხობდა. როდემდე უნდა გვეყურებინა შორიდან, ცალი ხელი მოტეხილი მაქვს, მაგრამ ფანჯრიდან მაინც შევედი ბინაში. როგორც კი სამზარეულოს გავცდი, დავინახე ვალერი, შეშლილი სახე ჰქონდა, თვალები გადიდებული, არანორმალური გამომეტყველებით. დანით ჩემკენ გამოიწია და ისევ გარეთ გადმოვხტი. ბავშვი არ მინახავს, იქამდე ვერ მივედი. მერე ვალერი ფანჯარას მოადგა, სულ სისხლიანი იყო, რაღაცებს ყვიროდა, ღრიალებდა... იხილეთ სრულად