ხაშურში მამაკაცმა ცოლი დანით დაჭრა, 33 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა - კვირის პალიტრა

ხაშურში მამაკაცმა ცოლი დანით დაჭრა, 33 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა

ხაშურის საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით 33 წლის ქალი შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ბასრი საგნით მიყენებული 6 ჭრილობა აღენიშნება. მედიკოსების განმარტებით, ახალგაზრდა ქალს დაზიანებული აქვს რამდენიმე ორგანო.

როგორც ხაშურის საავადმყოფოს ექიმები აღნიშნავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. საავამყოფოში ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, ქალს აღნიშნული დაზიანებები დანით ქმარმა მიაყენა.

ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დაკავებული მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.