ვინ არის ქალი, რომელსაც "კანონიერმა ქურდმა" შაქრო კალაშოვმა დაპატიმრებამდე თავისი ქონება გადაუფორმა - კვირის პალიტრა

ვინ არის ქალი, რომელსაც "კანონიერმა ქურდმა" შაქრო კალაშოვმა დაპატიმრებამდე თავისი ქონება გადაუფორმა

გავლენიანი "კრიმინალური ავტორიტეტი" და ყოფილი №1 "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი ციხეში ყოფნის პერიოდში შესანიშნავად ახერხებს, საკუთარ ქონებას მიხედოს, ამის შესახებ რუსული მედია წერს.

რუსული კრიმინალური სამყაროს 65 წლის ლიდერი თებერვლის ბოლოს კრასნოდარის ოლქში, მკაცრი რეჟიმის მეორე დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. როგორც გაირკვა, კრასნოდართან კალაშოვს მხოლოდ ციხე არ აკავშირებს - Life წერს, რომ მისი ქონება მთლიანად გაფორმებულია აღნიშნულ ოლქში მცხოვრებ 57 წლის ქალზე, იულია ბრატჩენკოზე, რომელიც კალაშოვის ცოლის, მარინა გოლდბერგის შორეული ნათესავია.

გოლდბერგი და ბრატჩენკო ქალაქ აპშერონსკში დაიბადნენ, მოგვიანებით კი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოლქში. 2003 წელს შაქრო კალაშოვმა გოლდბერგს მოსკოვში სამოთახიანი ბინა უყიდა და გოლდბერგი და ბრატჩენკო საცხოვრებლად რუსეთის დედაქალაქში გადავიდნენ. მედიის ინფორმაციით, ბინის საბაზრო ღირებულება 50 მლნ დოლარია.

კალაშოვმა საკუთარი ქონება ბრატჩენკოს სახელზე რამდენიმე წლის წინ გადააფორმა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "მე მდიდარი არ ვარ" - როგორ გამოიყურება შაქრო კალაშოვის აპარტამენტები მოსკოვში?