"სირცხვილი საქართველოს, ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო" - რას ამბობს ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტზე მალხაზ კუბაურის დედა - კვირის პალიტრა

"სირცხვილი საქართველოს, ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო" - რას ამბობს ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტზე მალხაზ კუბაურის დედა

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს.

მე სამართალს ვერ ვიპოვი, სანამ ესენი მეფობენ. ღმერთმა იცის, რომ ეს მახოს გაკეთებული არ არის. ღმერთმა იცის, იქ რაც მოხდა, ღმერთი გასცემს ყველას საკადრის პასუხს, ჩემს შვილსაც და ყველას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მალხაზ კობაურის დედამ მარიამ მარტიაშვილმა განუცხადა.

ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ნაფიცმა მსაჯულებმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ პროკურატურისგან ზეწოლის ქვეშ იყვნენ. ძალიან კარგად იცოდა ოპრკურატურამ, რაც ხდებოდა აქ, მაგრამ ამერიკას როგორ აწყენინებენ, აბა ქართველი ყოფილიყო და ის მოეკლათ. მე ყველაფერს მოველოდი ამათგან. რა უნდა ვთქვა, შოკში ვარ, სირცხვილი მართლა საქართველოს“, -განაცხადა მარიამ მარტიაშვილმა.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში.

მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ. მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"