პროკურორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა უნდა განუსაზღვროს
25-03-2019
პროკურორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა უნდა განუსაზღვროს
პროკურორ ზაზა დათუკიშვილის განცხადებით, სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აბსოლუტურად ყველა წარდგენილ ბარლდებაში დამნაშავედ სცნო.

როგორც პროკურორმა სასამართლო სხდომის დასულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მალხაზ კობაურს ნაფიცმა საჯულებმა ვერდიქტი ყველა ბრალდებასთან მიმართებაში ერთხმად გამოუტანეს. ბრალდების მხარე განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მოსალოდნელიც იყო. პროკურორი მიიჩნევს, რომ კობაურს სმიტების ოჯახის მკვლელობის გამო სასამართლომ უვადო პატიმრობა უნდა განუსაზაღვროს.

"ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ მალხაზ კობაური ყველა წარდგენილ ბრალდებაში ერთხმად სცნო დამაშავედ.
აქვე მინდა განვმარტო, რომ ბუნებრივია, ეს მოულოდნელი არ იყო. რადგან ბრალდების მხარე იმ დღიდან, როდესაც მალხაზ კობაური პასუხისგებაში მიეცა, აღნიშნავდა, რომ საქმეზე არაერთი უტყუარი მტკიცებულება იქნა მოპოვებული, რომლებიც ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებდა იმას, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი იყო მალხაზ კობაური მიერ. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ნაფიც
მსაჯულთა ამ შემადგენლობის თითოეულ წევრს, ვინაიდან მართლაც ღირსეულად შეძლეს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება და ნამდვილად საამაყოა, რომ ჩვენ გვყავს საზოგადოების ასეთი ღირსეული წევრები“, - განაცხადა დათუკიშვილმა.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც. მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?