ორთაჭალაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთ-ერთი მძღოლის არასწორმა მანევრირებამ ავარიული სიტუაცია შექმნა, რის გამოც რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამომდინარე იქიდან, რომ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ბრალეული მძღოლი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე ფულადი ჯარიმით დაჯარიმდება.მომხდარი ავარიის გამო, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ცოტა ხნით შეზღუდული იყო.