ორთაჭალაში ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა
26-03-2019
ორთაჭალაში ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა
ორთაჭალაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთ-ერთი მძღოლის არასწორმა მანევრირებამ ავარიული სიტუაცია შექმნა, რის გამოც რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამომდინარე იქიდან, რომ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ბრალეული მძღოლი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე ფულადი ჯარიმით დაჯარიმდება.

მომხდარი ავარიის გამო, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ცოტა ხნით შეზღუდული იყო.



რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?