ჩოხატაურში ავარიის შედეგად პატრულ-ინსპექტორი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ჩოხატაურში ავარიის შედეგად პატრულ-ინსპექტორი დაიღუპა

ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პატრულ-ინსპექტორი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ცნობით, ერთმანეთს ჯერ ორი სატვირთო მანქანა შეეჯახა, ხოლო შემდეგ ერთ-ერთი სატვირთო მსუბუქ ავტომობლს დაეჯახა, რომლითაც პატრულ-ინსპექტორი გადაადგილდებოდა. იგი სასწრაფი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"