მალტაში სროლის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა - კვირის პალიტრა

მალტაში სროლის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა

მალტაში სროლის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა. შემთხვევა ქალაქ ბირზებუჯაში მოხდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი.

ქართველი ემიგრანტების განცხადებით, მალტაში საქართველოს საელჩო არ აქვს, რის გამოც ვერ ადგენენ დაშავებულის მდგომარეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ დეტალებზე არ საუბრობენ.

"ინტერპრესნიუსი"