"თუ რჩეულიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდება, მოსამართლე სხდომას აღარ გადადებს და..." - რას ამბობს პროკურორი? - კვირის პალიტრა

"თუ რჩეულიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდება, მოსამართლე სხდომას აღარ გადადებს და..." - რას ამბობს პროკურორი?

"ცენტრ პოინტის" საქმეზე "მიონის" ეპიზოდზე ბრალდებულების, მაია რჩეულიშვილისა და ქეთევან ჟორდანიას საქმეზე განაჩენი 10 აპრილს გამოცხადდება.

დღევანდელი პროცესი მაია რჩეულიშვილის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. შემდეგ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვან. სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს რჩეულიშვილმაც.

როგორც საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი, მაია რჩეულიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდება, მოსამართლე სხდომას აღარ გადადებს და განაჩენს გამოაცხადებს.

"მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის პრობლემასთან, კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, სასამართლოზე ინფორმაცია არ გაჟღერებულა. უბრალოდ, ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ ბოლო შანსი მისცემოდა ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს, რომ ჩვენება მიეცა სასამართლოს სხდომაზე. სასამართლოს მხრიდან გაზიარებული იქნა ეს პოზიცია. თუმცა ადვოკატმა განმარტება მიიღო, რომ 10 რიცხვში, ბრალდებულმა ყველა შემთხვევაში უნდა თქვას სააბოლოო სიტყვა, სასამართლოს ჩვენება მისცეს და ამავე დღეს დადგება განაჩენიც", - განაცხადა გუმბერიძემ.

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ დაცვის მხარე საქმეს ხელოვნურად აჭიანურებს.

"ამ მოცემულობით მიგვაჩნია, რომ გაჭიანურებას ცდილობენ. ეს არის დღეების, საათების მოგება იმისთვის, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გაჭიანურდეს", - განაცხადა ბუმბერიძემ.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს- 2 წლიანი განხილვის ვადა 10 აპრილს ეწურება. შესაბამისად, მოსამართლემ განაჩენი ამ ვადაში უნდა გამოიტანოს.

მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. რაც შეეხება ქეთევან ჟორდანიას, მას საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

"ინტერპრესნიუსი"