მალტაში მომხდარ შემთხვევაზე, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი - კვირის პალიტრა

მალტაში მომხდარ შემთხვევაზე, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა, ადგილობრივი მედია დეტალებს ავრცელებს.

როგორც გამოცემა Malta Today იუწყება, ინციდენტი გუშინ, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

როგორც ირკვევა, უცნობმა პირმა, რომელიც Toyota-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, სამ მიგრანტ მუშას გაუხსნა ცეცხლი. ინციდენტის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი 45 წლის საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.

პოლიციას ჯერ არ დაუკავებია დამნაშავე. სამართალდამცავები ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებენ მის დასაკავებლად. ასევე უცნობია ინციდენტის მოტივები.

"ინტერპრესნიუსი"