ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა - კვირის პალიტრა

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი რუსეთში, ორენბურგის ოლქში მდებარე ციხიდან გათავისუფლდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება, მის შემდგომ ბედს სამართალდამცველები გადაწყვეტენ.

"დღეს მისი სასჯელის მოხდის ვადა ამოიწურა. ტარიელ ონიანი გათავისუფლებულია კოლონიიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით. მისი შემდგომი ბედი სამართალდამცველების კომპეტენციაშია", - განაცხადეს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო ტარიელ ონიანის დეპორტირებაზე, ვინაიდან მას რუსეთის მოქალაქეობა არ აქვს.

იხილეთ ასევე: "ონიანი ასაკშია, როგორ მოახერხებს ძველი გავლენის დაბრუნებას, ვერ გეტყვით" - რუსები "ტაროს" "შემოგვიგდებენ"?!

"ინტერპრესნიუსი"