რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ჩონჩხი იპოვეს - კვირის პალიტრა

რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ჩონჩხი იპოვეს

ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ჩონჩხი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩონჩხი ნაგვის კონტეინერში აღმოაჩინეს.

სამართალდამცველები ადგილზე მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტორს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.