თელავში უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრეს - კვირის პალიტრა

თელავში უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრეს

თელავში ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოხდა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი.

შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ინტერპრესნიუსი"