ვინ არიან და რატომ დააკავეს სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები - კვირის პალიტრა

ვინ არიან და რატომ დააკავეს სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები

სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის"წევრები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს"პარტიაში დაუდასტურეს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის"პრესსამსახურში აცხადებენ, პატარია და წითლიძე, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდათ იმ დროს, როდესაც ისინი ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან ერთად მოსახლეობას ხვდებოდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის წევრები ზუგდიდში მათსა და პოლიციის უფროსს შორის შელაპარაკების შემდეგ დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, დღის განმავლობაში პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსის მანქანას ავტომობილით უცნობი პირები დაჰყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ.

პარტიის წარმომადგენლების ცნობით, უცნობ პირებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ, რათა მათი ვინაობის შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, თუმცა აღნიშნულმა მოქალაქეებმა ვინაობის გამხელა არ ისურვეს რის შემდეგაც, პარტიის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს.

პარტიის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ გამოძახებაზე პოლიციის სამმართველოს უფროსი მივიდა, რის შემდეგაც, მასსა და პარტიის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა. შელაპარაკების შემდეგ კი ხულიგნობის ბრალდებით პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანი წითლიძე დააკავეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია პარტიის მხარდამჭერი მანუჩარ ჩხეტია.

როგორც "ინტერპრესნიუსს"შსს-ში განუცხადეს, დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

"ინტერპრესნიუსი"