რას ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, რომელიც ხელწერილით გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

რას ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, რომელიც ხელწერილით გაათავისუფლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ ზუგდიდის პოლიციის შენობა უკვე დატოვა, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ნაცვალად იმისა, რომ უსაფრთხოებას იცავდნენ, დაკავებული არიან პოლიტიკური დევნით და იმ კანდიდატის დენით, რომელიც არჩევნებს იგებს. სამწუხაროდ, პოლიცია აქციეს ამ იარაღად. მივდიოდით პოლიტიკურ ღონისძიებაზე, რა დროსაც ახორციელებდნენ თვალთვალს, მათ ვთხოვეთ ეჩვენებინა საბუთები, როდესაც არ გვაჩვენეს გამოვიძახეთ პოლიცია. არ ვიცით ვინ იყვნენ ეს ადამიანები", განაცხადა პატარაიამ.

მისი თქმით, პოლიციის სამმართველოში უთხრეს, რომ დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ გამოკითხვაზე იმყოფებოდა. პოლიციის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი კვლავ რჩება.

დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და პარტიის წევრები ანი წითლიძე დააკავეს და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"