აღმაშენებლის ხეივანში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა - კვირის პალიტრა

აღმაშენებლის ხეივანში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორმა მოქალაქემ საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტოს საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"