"დაკავებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას" - ბათუმში ოჯახური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

"დაკავებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას" - ბათუმში ოჯახური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1984 წელს დაბადებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის აპრილში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - 1959 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს და მისი კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

გამოძიება ძალადობის, ოჯახში ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 187-ე მუხლით მიმდინარეობს.