"ბავშვები მე-5-6 კლასიდან არიან ქუჩაში გასული.... ასეთები იმ რისკის წინაშე არიან, რომ ზრდასრულებმა იარაღ­ად გამოიყენონ"
"ბავშვები მე-5-6 კლასიდან არიან ქუჩაში გასული.... ასეთები იმ რისკის წინაშე არიან, რომ ზრდასრულებმა იარაღ­ად გამოიყენონ"
რას შეცვლის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გამკაცრება

საქართველოში მოქმედი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არასრულწლოვნებისთვის სასჯელად პატიმრობას უკიდურეს ფორმად განიხილავს, ამოსავალი წერტილი კი ბავშვის უფლებებია. კოდექსის თანახმად, საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წელია, მანამდე კი ბავშვები პრევენციის სფეროს ნაწილია. ექსპერტ-იურისტების განმარტებით, კანონის გამკაცრება­ და კოდექსში პასუხისმგებლობის­ მინიმალური ასაკის დაწევა არ არის გამოსავალი, ისევე როგორც 2010 წელს ამოქმედებული მოზარდთა განრიდების მექანიზმი. კრიმინოლოგი მორის შალიკაშვილი­ იმ რისკებზე გვესაუბრება, რომლებიც სახელმწიფოს ამ პრობლემიდან გამომდინარე
ემუქრება და მისი მოგვარების ეფექტიან გზას გვთავაზობს.

- როდესაც ლაპარაკია 14 წლამდე ასაკის ბავშვების დანაშ­აულზე, პირველი კითხვაა, სად არიან ოჯახი, სკოლა?­ განათლების მინისტრის მოადგილემ გვამცნო, რომ 2017-2018 წლებში­ სკოლის ატესტატი­ 40 000-მა ბავშვმა­ ვერ აიღო. გამოდის, განათლების­ სისტემა არ მუშაობს,­ არადა­, ეს სისტემა ყველაზე კარგი­
პრევენცი­ული საშუალებაა­.
სკოლა­ ვერ აკონტროლებს იმიტომ, რომ ბავშვების რაოდენობა კლასებში დას­აშვებზე მეტია და მასწავლებელს ურჩევნია, სკოლ­აში არ მივიდნენ პრობლემური ბავშვები. ბევრია ისეთი ოჯახი, სადაც მშობ­ლები დილიდან დაღამებამდე მუშაობენ ან ემიგ­რ­აციაში არიან და მათი შვილები ქუჩისა და ბებია-ბაბუის ანაბარად რჩებიან. პრობლემის განმაპირობებელი ეკონომიკური მდგომარეობაცაა. მოზარდები ოჯახისგან იღებენ მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნებს. ჭამის გარდა, ბავშვისთვის ბევრი რამ არის აუცილებელი - კინო, თეატრი, სპორტული­ აქტივობა... ამასთან, ქვეყანაში­ ისეთი სიღარიბეა, ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, თავის რჩენა ხომ უნდათ?­ შეიძლება ითქვას, დანაშაულს თავის გადასარჩენად სჩადის. სახელმწიფო მათ სოციალურ დახმარებას ვერ აძლევს და ვერც მისცემს.

პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს წევრი ვარ და როცა არასრულწლოვნების საქმეებს ვსწავლობ, თვალში მხვდება, რომ ბავშვები მე-5-6 კლასიდან არიან ქუჩაში გასული და მათზე არავინ ზრუნავს.

ასეთი ბავშვები არიან იმ რისკის წინაშე, რომ ზრდასრულებმა იარაღ­ად გამოიყენონ. არწმ­უნებენ მათ, რომ შეიძლება დიდი ფულის­ შოვნა ისე, რომ დან­აშა­ულისთვის პასუხს ვერა­ვინ მოსთ­ხოვს­.

თუ ეს ბავშვები დახელოვნდებიან და იგრძნობენ, რომ მათ შეუძლიათ ამ გზით ცხოვრება აიწყონ, ამ საქმეს თავს არასოდეს­ დაანებებენ. არსებობს დიდი რისკი, რომ მოზარდთა ბანდებმა ფეხი მოიკიდონ და ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფებად მოგვევლინონ.

- ლაპარაკი იყო, რომ არასრულწლოვანთა­ მართლმსაჯულების კოდექსში პასუხისმგებლობის მინიმალურმა ასაკმა 12 წლამდე დაიწიოს.­ ეს შეაჩერებს მზარდ კრიმინალს?
- 2007 წელს კოდექსი შეიცვალა და პასუხისმგებლ­ობის ზღვარმა 12 წლამდე­ დაიწია, რამაც არ გაამართლა. გამოსავ­ალი ოჯახური ტიპის სახლებია ისეთი ბავშვებისთვის, რომელთა­ მშობლებსაც­ სკოლაზე ხელი არ მიუ­წვ­დებათ. მოზარდ­ებმა იქ უნდა მიიღონ, მინიმუმ, 9 კლასის განათლება და შემდგომ ისწავლონ ხელობა.

- განრიდების პროგრამები ამართლებს?
- განრიდებას შედეგი აქვს ისეთ ბავშვებში, რომლებსაც, სოცმუშაკის გარდა,­ სკოლა და ოჯახიც აკონტროლებენ. ჩვენთან­ პრობლემური ბავშვების უმეტესობა გამოსულია კონტროლის ამ არეალიდან და ქუჩაში არიან. ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია ოჯახური ტიპის სახლები, სადაც დაახლოებით 8-10 ბავშვი იქნება. თუ ეს სერვისი­ არ დავნერგეთ, ხვალ-ზეგ ამ ბავშვების მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი უფრო დიდი იქნება.

- კანონის სიმკაცრე პრევენციულ მექანიზმად არ გამოდგება?
- როგორც წესი, კანონის გამკაც­რება არაფრისმომცემია. ბავ­შვმა შეიძლება იცოდეს, რომ დანაშაულს სჩადის, მაგრამ შია და რა ქნას? სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჩართულობის გარეშე ქუჩის ბავშვებს თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოვკეტავთ,­ გავუ­უარესებთ მდგომარეობას.

კვლევამ­ დაადასტურა, თუ საშუალო და დაბალი ფენის ბავშვები კონ­კურენ­ციას ვერ უწევენ მაღალი ფენის­ ბავშვებს, კრიმინალ­ურ­ ჯგუფებს ქმნიან. თუ არ მივხედეთ, ამგვარი კრიმინალური­ სუბკულტურული ჯგუფების წარმოქმნის წინაშე დავდგებით.

- საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს უნდა ჰქონდეს თუ არა არასრულწლოვანთა დანაშაულების სტატისტიკა?
- უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა აქვს. მაგალითად, გერმანიაში ბავშვი 6-7 წლისაც რომ იყოს, მისი დანაშაულები აღირიცხება. ჩვენ კი, რადგან კანონს ვამკაცრებთ, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, ამისთვის სტატისტიკური მონაცემები თუ გვიწყობს ხელს.

არასრულწლოვანთა მართლ­მსა­ჯუ­ლების­ კოდექსი, რომელიც 2015 წელს ამოქმედდა, საერთაშორისო სტანდარტისაა და ხშირად საქართველო იმიტომ­ ვერ ასრულებს, რომ ადამიანური რესურსი­ არა აქვს. მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც არის ეკონომიკური და ადამიანური­ რესურსის პრობლემა, მაგრამ იქ რაციონალურად, პრიორიტეტების მიხედვით ხდება გადანაწილება და ჩვენთანაც იგივე უნდა გაკეთდეს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა