ონი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა "ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბით" აღ­ნიშ­ნეს - ვის დაუჯდება ძვირად "ტაროს" თავისუფლება? - კვირის პალიტრა

ონი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა "ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბით" აღ­ნიშ­ნეს - ვის დაუჯდება ძვირად "ტაროს" თავისუფლება?

ქუთაისელი ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის გათავისუფლებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. კრიმინალურმა ავტორიტეტმა რუსეთში, ორენბურგის ოლქში მდებარე ქალაქ სოლ-ილეცკის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, რომელსაც "შავ დელფინს" უწოდებენ, 10-წლიანი პატიმრობა მოიხადა. მიუხედევად იმისა, რომ მას ესპანეთის პოლიცია ეძებს და შესაძლოა, თავისუფლებამ დიდხანს არ გასტანოს, "ტარო" აპირებს პასუხი მოკითხოს ყველა "კოლეგას", ვინც თავის დროზე მისთვის სტატუსის ჩამორთმევას მოაწერა ხელი. ეს პროცესი კი ბევრისთვის კარგად სულაც არ დამთავრდება...

არსებული ინფორმაციით, თურქეთში უკვე იმყოფება ტარიელ ონიანის გარემოცვის დიდი ნაწილი, რომელთაც ონიანის გათავისუფლება "ქურდული შეკრებით" აღნიშნეს. "შეკრებაზე" მათი "ოჯახის" წევრი, კიდევ ერთი ადამიანი გახდა.

ე.წ. ქურდულ ოჯახში შესვლის პატივი წილად ხვდა შუა აზიის წარმომადგენელს, 48 წლის "აკტანს". მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ ნახევრად უზბეკია და ნახევრად ყირგიზი და ახლახან დუბაის ციხეში 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. წყაროს ცნობით, მისი კანდიდატურა ე.წ. ქურდულ სამყაროს გავლენიანმა უზბეკმა, ფილანტროპმა და საერთაშორისო ფედერაციის ხელმძვანელმა - გაფურ რახიმოვმა შესთავაზა. primecrime.ru-ს მონაცემებით, "აკტანას" 10 "ნათლიმამა" ჰყავს და მათ შორის არიან: თეიმურაზ ნემსიწვერიძე, იგივე "წრიპა", რომან ჯაფარივი, იგივე "რომა ქურდი", ლაშა და სხვები... "რიტუალის" წამყვანი პერსონა იყო დავით ჩხიკვიშვილი, იგივე – "დათო სურგუტსკი".

ე.წ. ქურდულ წრეებში "აკტანას" "მონათვლამ" უკვე გამოიწვია მღელვარება. მის "ლეგიტიმურობას" ეჭვქვეშ აყენებს ნემსიწვერიძის, ანუ "წრიპას" სიძე, თეიმურაზ ჭურაძე - მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში მისი ნათესავი მონაწილეობდა. "შეკრების" კიდევ ერთმა მონაწილემ, ასევე "კანონიერმა ქურდმა", გოჩა ჯინჭარაძემ, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ყურშას" ზედმეტსახელებით იცნობენ, "აკტანას" "ნათლობის" ცერემონიალი გადაწყვეტილების მიღებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა.

"ამ და სხვა მიზეზების გამო, ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოთქვა "რუსეთის ქურდული სამყაროს ლიდერმა" ზახარ, იგივე შაქრო კალაშოვმა, რომელმაც "აკტანას" "ნათლობას" "არადროული" უწოდა.

"ჩვენი ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით, "აკტანამ" თავიდან შაქროს მიმართა, თუმცა, მან უარი უთხრა. ამის შემდეგ, ის და მისი თანამოაზრეები "ქუთაისელებთან" წავიდნენ და მათთან საერთო ენაც იპოვეს", - წერს primecrime.ru.

ფორმალურად, შაქრო კალაშოვის თვალში "აკტანას" კანდიდატურამ "ასაკობრივი ცენზი" ვერ გაიარა, თუმცა, სინამდვილეში, მას არ აქვს საკმარისი "დამსახურება", გასული წლების განმავლობაში საქმით არასდროს "განუცხადებია" ქურდულ ოჯახში მოხვედრის შესახებ. თუმცა, ასეთმა მიდგომამ "ქუთაისელები" ვერ დაამუხრუჭა. მათი თქმით, შაქრო არც მეფე და არც მეთაური არაა, მას აქვს ისეთივე ერთი ხმის უფლება, როგორც დანარჩენებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, შაქრო ძალიან გაბრაზდა იმაზე, რომ მისი მოსაზრება უკვე მეორედ "დააიგნორეს". გაგრძელება

იხილეთ ასევე: რა აკავშირებდა ქურდული სამყაროს "გენერალ სიმუსს" სააკაშვილთან და რატომ ელიან დიდ "ქურდულ ომს?"

ლალი პაპასკირი