ონი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა "ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბით" აღ­ნიშ­ნეს - ვის დაუჯდება ძვირად "ტაროს" თავისუფლება?
ონი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა "ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბით" აღ­ნიშ­ნეს - ვის დაუჯდება ძვირად "ტაროს" თავისუფლება?
ქუ­თა­ი­სე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, ტა­რი­ელ ონი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა რუ­სეთ­ში, ორენ­ბურ­გის ოლ­ქში მდე­ბა­რე ქა­ლაქ სოლ-ილეც­კის მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში, რო­მელ­საც "შავ დელ­ფინს" უწო­დე­ბენ, 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­ხა­და. მი­უ­ხე­დე­ვად იმი­სა, რომ მას ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცია ეძებს და შე­საძ­ლოა, თა­ვი­სუფ­ლე­ბამ დიდ­ხანს არ გას­ტა­ნოს, "ტარო" აპი­რებს პა­სუ­ხი მო­კი­თხოს ყვე­ლა "კო­ლე­გას", ვინც თა­ვის დრო­ზე მის­თვის სტა­ტუ­სის ჩა­მორ­თმე­ვას მო­ა­წე­რა ხელი. ეს პრო­ცე­სი კი ბევ­რის­თვის კარ­გად სუ­ლაც არ დამ­თავ­რდე­ბა...

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­ში უკვე იმ­ყო­ფე­ბა ტა­რი­ელ ონი­ა­ნის
გა­რე­მოც­ვის დიდი ნა­წი­ლი, რო­მელ­თაც ონი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა "ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბით" აღ­ნიშ­ნეს. "შეკ­რე­ბა­ზე" მათი "ოჯა­ხის" წევ­რი, კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი გახ­და.

ე.წ. ქურ­დულ ოჯახ­ში შეს­ვლის პა­ტი­ვი წი­ლად ხვდა შუა აზი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, 48 წლის "აკტანს". მის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი გარ­და იმი­სა, რომ ნა­ხევ­რად უზ­ბე­კია და ნა­ხევ­რად ყირ­გი­ზი და ახ­ლა­ხან
დუ­ბა­ის ცი­ხე­ში 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. წყა­როს ცნო­ბით, მისი კან­დი­და­ტუ­რა ე.წ. ქურ­დულ სამ­ყა­როს გავ­ლე­ნი­ან­მა უზ­ბეკ­მა, ფი­ლანტროპ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძვა­ნელ­მა - გა­ფურ რა­ხი­მოვ­მა შეს­თა­ვა­ზა. primecrime.ru-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, "აკტა­ნას" 10 "ნათ­ლი­მა­მა" ჰყავს და მათ შო­რის არი­ან: თე­ი­მუ­რაზ ნემ­სიწ­ვე­რი­ძე, იგი­ვე "წრი­პა", რო­მან ჯა­ფა­რი­ვი, იგი­ვე "რომა ქურ­დი", ლაშა და სხვე­ბი... "რი­ტუ­ა­ლის" წამ­ყვა­ნი პერ­სო­ნა იყო და­ვით ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი, იგი­ვე – "დათო სურ­გუტსკი".

ე.წ. ქურ­დულ წრე­ებ­ში "აკტა­ნას" "მო­ნათ­ვლამ" უკვე გა­მო­იწ­ვია მღელ­ვა­რე­ბა. მის "ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას" ეჭვქვეშ აყე­ნებს ნემ­სიწ­ვე­რი­ძის, ანუ "წრი­პას" სიძე, თე­ი­მუ­რაზ ჭუ­რა­ძე - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პრო­ცეს­ში მისი ნა­თე­სა­ვი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. "შეკ­რე­ბის" კი­დევ ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ, ასე­ვე "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა", გოჩა ჯინ­ჭა­რა­ძემ, რო­მელ­საც კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში "ყურ­შას" ზედ­მეტ­სა­ხე­ლე­ბით იც­ნო­ბენ, "აკტა­ნას" "ნათ­ლო­ბის" ცე­რე­მო­ნი­ა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

"ამ და სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ძა­ლი­ან დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა "რუ­სე­თის ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს ლი­დერ­მა" ზა­ხარ, იგი­ვე შაქ­რო კა­ლა­შოვ­მა, რო­მელ­მაც "აკტა­ნას" "ნათ­ლო­ბას" "არად­რო­უ­ლი" უწო­და.

"ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, "აკტა­ნამ" თა­ვი­დან შაქ­როს მი­მარ­თა, თუმ­ცა, მან უარი უთხრა. ამის შემ­დეგ, ის და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი "ქუ­თა­ი­სე­ლებ­თან" წა­ვიდ­ნენ და მათ­თან სა­ერ­თო ენაც იპო­ვეს", - წერს primecrime.ru.

ფორ­მა­ლუ­რად, შაქ­რო კა­ლა­შო­ვის თვალ­ში "აკტა­ნას" კან­დი­და­ტუ­რამ "ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზი" ვერ გა­ი­ა­რა, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მას არ აქვს საკ­მა­რი­სი "დამ­სა­ხუ­რე­ბა", გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მით არას­დროს "გა­ნუ­ცხა­დე­ბია" ქურ­დულ ოჯახ­ში მოხ­ვედ­რის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, ასეთ­მა მიდ­გო­მამ "ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი" ვერ და­ა­მუხ­რუ­ჭა. მათი თქმით, შაქ­რო არც მეფე და არც მე­თა­უ­რი არაა, მას აქვს ისე­თი­ვე ერთი ხმის უფ­ლე­ბა, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნებს.

გა­მო­ცე­მის წყა­როს ცნო­ბით, შაქ­რო ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და იმა­ზე, რომ მისი მო­საზ­რე­ბა უკვე მე­ო­რედ "და­ა­იგ­ნო­რეს". გაგრძელება


ლალი პაპასკირი


judo
15 აპრილი 2019 17:54
ტარო რაცჰასჰი სჰენი სახლი აუსჰენებელია ასჰენებინე.......
RUSUDANI
15 აპრილი 2019 15:55
ისევ ისეთია როგორც 30 წლის წინ. მე ვეფერები როგორც,ბავშვობის მეგობარს
15 აპრილი 2019 15:02
Didxans sicocxlesa da janmrtelobas gisurvebt
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები