რუსთავში კორპუსის მეოთხე სართულიდან 16 წლის გოგონა გადმოვარდა - კვირის პალიტრა

რუსთავში კორპუსის მეოთხე სართულიდან 16 წლის გოგონა გადმოვარდა

რუსთავში, კორპუსის მეოთხე სართულიდან 16 წლის გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთავში, მე-20 მიკრორაინში მოხდა. ახალგაზრდა ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.