ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან მიაწოდეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მსჯავრდებული მამაკაცი წლების განმავლობაში ორ არასრულწლოვან გერთან ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა. სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერების გაუპატიურებაში ბრალდებული გ.ფ დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, გ.ფ წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ
კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან.

სამართალდამცველებმა გ.ფ თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს
მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ფ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

maguli dekanoidze
15 აპრილი 2019 18:37
or arasrulwlovanis gaupatiureba 18 weli ra sisuleles wert es xom kovlad daushvebelia.mudmivi patomroba an sikvdilit dasja.gavgijdebi raa simartlea ess
????
15 აპრილი 2019 17:20
18 წლის მერე უნდა გამოვიდეს ციხიდან?

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები