მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ლურჯი ავტობუსი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ - კვირის პალიტრა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ლურჯი ავტობუსი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ლურჯი ავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"