"არ გინ­და იცო­ცხლო, ან გინ­და მოკ­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა" - ვინ არის მამაკაცი, ვინც ნინა წკრიალაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში დაადანაშაულა? - კვირის პალიტრა

"არ გინ­და იცო­ცხლო, ან გინ­და მოკ­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა" - ვინ არის მამაკაცი, ვინც ნინა წკრიალაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში დაადანაშაულა?

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფარული კონვერტის" ეთერში მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა პირად ცხოვრებაზე ძალიან გულახდილად ისაუბრა და ბევრი აქამდე უცნობი დეტალი გააჟღერა თავისი ცხოვრებიდან.

გადაცემის წამყვანმა ია ფარულავამ ერთ-ერთი ფარული კონვერტიდან ამოიღო კითხვა "შიშველი ნინას ვიდეოს" შესახებ. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ ნინა წკრიალაშვილმა ხმამაღლა და ძალიან გულწრფელად ისაუბრა და დაასახელა იმ ადამიანის ვინაობა, რომელსაც კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს.

ნინას თქმით, ამ კადრების გავრცელების შესახებ, ახალი წლის პირველ დღეს გაიგო, როცა პირველ იანვარს მის ტელეფონზე უცნაური ზარები შემოდიოდა და ყველა მის მდგომარეობას კითხულობდა.

"მართლა რა არ გადამიტანია, მაგრამ ამ დროს ვიყავი სრულიად უძლური, გიჩნდება კითხვები როგორ გაგწირეს, არ გინდა იცოცხლო, ან გინდა მოკლა ის ადამიანი ვინც ეს ჩაიდინა. ვფიქრობდი როგორ მომეკლა, საქვეყნოდ მინდოდა დამეჯიჯგნა... რა უნდა მეფიქრა? ადამიანი რომ გიმეტებს ისე, რომ ახალ წელს მესენჯერში ვირუსის სახით მისდის ეს 10 000 ადამიანს და ისინი გადაუგზავნიდნენ თავის მეგობრებს...

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაშიც გამიმართლა, მყავს ყველაზე მაგარი შვილი! ამ ვიდეოს შემდეგ, ჩემმა მეგობარმა მიშა გასიტაშვილმა წამიყვანა სტამბოლში, ფეხით რომ მევლო ბევრი... ჩემს შვილს ვუთხარი: სანდრო, რაღაც პრობლემა მაქვს და ვერ გავჩერდი მანდმეთქი. და ბავშვი მეუბნება - "რაზე მეუბნები, იმ ვიდეოზე? კი ვიცი... მე ვიცი ვინც გაგიკეთა ეს ყველაფერი და თუ ამდენი იმიტომ იწვალე, რომ ამის გამო მოკვდე, ესეთი სუსტი ადამიანი არ მგონიხარო".

გიორგი შელეგია

მამასთან არ მისაუბრია ამაზე, მაგრამ დედას და ჩემს დას რომ ვუთხარი, მათი რეაქცია იყო: ძალიან ცუდია, მაგრამ ასეთები გადაგიტანია? ჰო, სიკვდილი გადამიტანია, მიტოვება და დამცირება გადამიტანია, ძალადობა გადამიტანია, "პახაობა", შიმშილი... მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ ახლა არა. თვითმკვლელობას ვაპირებდი, ყოველდღე მინდოდა მოვმკვდარიყავი... ორი ვარიანტი გაქვს: ან უნდა ადგე და გააგრძელო ცხოვრება, ან უნდა მოკვდე. იცი როგორ გამოვედი კიდე? მე და ზალიკო წავედით ბერლინში, გავერთეთ, ბევრი დავლიეთ და ბევრი ვიარეთ..." - ყვება ნინა წკრიალაშვილი.

"როგორია შენს სახელს რომ დაგუგლავ და "პორნჰაბზე" ამოგიგდებს ვიდეოს? ეს ხდებოდა თვენახევრის განმავლობაში... გამოკვეთილია რამდენიმე ადამიანის IP მისამართი და დარწმუნებული ვარ დაისჯება... ზუსტად ვიცი, ვინც არის შემკვეთი... მე ძალიან ვრისკავ, ამას შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცეები მოჰყვეს, მაგრამ არ მეშინია! ეს ადამიანი მემუქრება და ბევრმა მითხრა, რომ დღეს თუ არა, რაღაც პერიოდში სიურპრიზებს ელოდე...

ამ ადამიანთან ვარ ასი პროცენტით მართალი, ჩემი უფლებები არამხოლოდ ვიდეოს გავრცელებით დაარღვია, მანამდეც არაერთხელ, მაგრამ ყველაფერზე მიიღებს პასუხს. ეს ადამიანი არის - გიორგი შელეგია, იგივე "ძაძა". ამ ადამიანთან მე მქონდა ძალიან სერიოზული რომანი, ურთიერთობა. ჩემზე დიდად უფროსია და ძალიან სკანდალურად დავასრულეთ ურთიერთობა მისი ტყუილების გამო.

იხილეთ სრულად

იხილეთ ვიდეო