მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა - კვირის პალიტრა

მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, მდინარე მტკვარში გუშინ ღამე იპოვნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცის ცხედარი გუშინ ღამით პროზექტურაში გადაასვენეს. მათივე ცნობით, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მოქალაქემ 112-ის სამსახურს შეატყობინა, რომ თბილისში, მეტეხის ხიდიდან ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში გადახტა. მამაკაცის ცხედრის სამძებრო სამუშაოებს სამაშველო სამსახური ახორციელებდა.