რომელი "ქურდული კლანი" მოიპოვებს აფხაზეთში გავლენას და ვის უჭერს მხარს ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი? - კვირის პალიტრა

რომელი "ქურდული კლანი" მოიპოვებს აფხაზეთში გავლენას და ვის უჭერს მხარს ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი?

ტარიელ ონიანის ციხიდან გამოშვებამ რუსეთსა და სამხრეთ კავკასიაში გავლენების შენარჩუნების თემა ისევ წამოწია. როგორც აფხაზური მოსახლეობა სოციალურ ქსელეში წერს - რეგიონში არსებული დროებითი სიმშვიდე ისევ დაირღვა.

უკვე რამდენიმე თვეა, "კანონიერი ქურდების" გუდაუთის დაჯგუფებამ, რომელსაც რაულ ბარცბა, იგივე "პიზა" მეთაურობს, თავის ნათლულებთან - ასტამურ შამბასთან, იგივე "ასტიკთან" და ალხაზ ავიძბასთან ანუ "ხასიკთან" ერთად, გალის რაიონზე კონტროლი გადაიბარეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, გალში გუდაუთელი "კანონიერი ქურდები" რამდენიმე ათეული მანქანითა და დიდი ოდენობით მხარდამჭერთან ერთად ჩავიდნენ, რა დროსაც "პიზამ" გალის რაიონის "ობშიაკის" მათი კლანისთვის გადაბარება მოითხოვა. ბოლო დრომდე გალს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი "ჩირო გალსკის" ნათესავი, გია შონია აკონტროლებდა. თავად "ჩირო" ამჟამად რუსეთშია და მას იქედან უჭერდა მხარს.

საქმე ის არის, რომ ბოლო დროს "პიზას" გავლენები პოლიტიკურ წრეებში გაძლიერდა, რამაც ის ერთგვარად წააქეზა. არც ისე დიდი ხნის წინ, მას ქართველ ქურდებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი "კორონაცია", ანუ "ქურდულ ოჯახში" შეყვანა, სწორედ სოხუმელი მერაბ ჯანგველაძისა და ხაჯიშვილის ინიციატივით მოხდა და მათვე "მონათლეს". ჯანგველაძე კი, თუ საიტ ПРАЙМ КРАЙМ-ის ინფორმაციას დავეყრდნობით, ციხიდან ახლად გამოსული ტარიელ ონიანის კლანშია.

იხილეთ: "პიზა" აფხაზეთიდან ქართველი ქურდების განდევნას ცდილობს - სისხლიანი დაპირისპირება ქურდული "ობშიაკისთვის"

აფხაზური მოსახლეობა სოციალურ ქსელში წერს, რომ "პიზამ" წარსული დაივიწყა და პოლიტიკაში გადაიჭრა, გავლენების გასაძლიერებლად. ამის დასტურია, გალში განვითარებული მოვლენები და რამდენიმე თვის წინ, კიდევ ერთ კრიმინალთან, გაგრელ ნიკო დგებუაძესთან, იგივე "ნიკა გაგრინსკისთან" სისხლიანი შეტაკება. გუდაუთაში ორი წლის წინ, აზერბაიჯანელი "კრიმინალური ავტორიტეტი" რაშიდ ისმაილოვი და გაგრელი ნიკა დგებუაძე ჩაცხრილეს, თუმცა, ორივე გადარჩა.

მედიის ცნობით, "პიზას" "ზღვარგადასულობის" გამო, ისმაილოვი გასული წლის ნოემბერში რუსეთში დააკავეს, თუმცა როგორც მან "პიზასთვის" გაგზავნილ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ეს სულაც არ უშლის ხელს მას იმაზე პასუხი მოსთხოვოს, რაც გუდაუთაში მოხდა. (გაგრძელება)

იხილეთ ასევე: ონიანის გათავისუფლება "ქურდული შეკრებით" აღნიშნეს - ვის დაუჯდება ძვირად "ტაროს" თავისუფლება?