აქციაზე, დაკავებული ახალგაზრდის მამამ თვითდაზიანება მიიყენა - კვირის პალიტრა

აქციაზე, დაკავებული ახალგაზრდის მამამ თვითდაზიანება მიიყენა

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, დაკავებული ახალგაზრდის მამამ თვითდაზიანება მიიყენა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდება.

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასთან აქციას სოფელ კახათის მოსახლეობის ნაწილი მართავს და ისინი 22 წლის მირო მარკელიას გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მარკელია უდანაშაულოა. მათივე ინფორმაციით, მეზობლებს შორის ჩხუბი მოხდა, რის გამოც მარკელია დააკავეს და მუხლი, რომელითაც საქმე აღიძრა, 5- დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ისინი პროკურატურისგან სწორ გამოძიებას ითხოვენ.