რატომ დააკავეს ჟურნალისტი ზაზა დავითაია? - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს ჟურნალისტი ზაზა დავითაია?

მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტთან, "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების’’ ბლოკის წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენლების აქცია - მსვლელობა იმართება.

მსვლელობის დაწყებამდე შალვა შავგულიძეს კითხვით "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა, ზაზა დავითაიამ მიმართა, რასაც მასა და აქციის მონაწილეს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა დავითაია, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს. თავად დავითაიას თქმით, მას კითხვის დასმა არ აცალეს.

"ინტერპრესნიუსი"