როგორია ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა
18-04-2019
როგორია ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. მას ქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაჭრილი მართვით სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფება. მას ჭრილობები გულის და მუცლის არეში აღენიშნება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში, სავარუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ შელაპარაკება უძღოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში მამაკაცის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ღონისძიებები. 

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?