ვარკეთილში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

ვარკეთილში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს - არიან დაშავებულები

ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანს თავის არეში აქვს დაზიანება მიღებული.

შსს-ს ცნობით, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ "ლიბერთი ბანკშიც". როგორც ბანკის პრესსამსახურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დეტალების შესახებ სათაო ოფისი ინფორმირებული არ არის. ბანკის შესაბამისი ჯგუფი ადგილზე უკვე გავიდა. წაღებულია თუ არა თანხა, ამ ეტაპზე "ლიბერთი ბანკის" ადმინისტრაციისთვის უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"