ქუთაისში, მერვე სართულიდან შუახნის ქალი გადმოვარდა - კვირის პალიტრა

ქუთაისში, მერვე სართულიდან შუახნის ქალი გადმოვარდა

ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. მაღალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან შუახნის ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.