"გავიგონე 3 გასროლის ხმა" - რას ყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღებაზე - კვირის პალიტრა

"გავიგონე 3 გასროლის ხმა" - რას ყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღებაზე

ვარკეთილში "ლიბერთი ბანკის" ფილიალის დაყაჩაღების ადგილზე თვითმხილველებმა 3 გასროლის ხმა გაიგეს.

"გავიგონე 3 გასროლის ხმა, რის შედეგაც ბანკის ტერიტორიაზე მყოფმა პირებმა ჩემ მაღაზიას შეაფარეს თავი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, "ლიბერთი ბანკის" ფილიალი ცოტა ხნის წინ დააყაჩაღეს. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები "ამტელ ჰოსპიტალში" არიან გადაყვანილი.

როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო