პანკისის ხეობაში ამ ეტაპზე ჰესის მშენებლობა შეჩერდა - რას აცხადებს ხეობაში მყოფი შს მინისტრის მოადგილე - კვირის პალიტრა

პანკისის ხეობაში ამ ეტაპზე ჰესის მშენებლობა შეჩერდა - რას აცხადებს ხეობაში მყოფი შს მინისტრის მოადგილე

ჩვენ ვესაუბრეთ უხუცესებს, გვსურს შევხვდეთ თელავში და დავილაპარაკოთ,როგორც ხედავთ ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერდა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ. საბანაძემ ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ სხვა შემთხვევაში პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

"მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ამ შემთხვევაში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სჯობს წავიდეთ თელავშში და დავილაპარაკოთ. წამოვიდეს ვინც უნდა და დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ ეს თემა, - განაცხადა საბანაძემ.

სოფელ ბირკიანში დაპირისპირება პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ხელკეტებით არიან შეიარაღებული.

"ინტერპრესნიუსი"