"სისხლს დავღვრით და არ გავჩერდებით" - რას ამბობს პოლიციის მიერ დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილის ცოლი
"სისხლს დავღვრით და არ გავჩერდებით" - რას ამბობს პოლიციის მიერ დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილის ცოლი
მეუღლის ინფორმაციით, პანკისში მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციამ გომბორის გზაზე დააკავა. როგორც მედიკო მარგოშვილი აცხადებს, მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციის 10-მდე მანქანამ გზა გადაუკეტა და დააკავეს.

მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთთ. მედიკო მარგოშვილი პოლიციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მისი ქმარი და ამისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ საათს აძლევს.

„ჩემი ქმარი აქ, პანკისში მოდიოდა. მოვითხოვ გაათავისუფლონ. ერთ საათს ვაძლევ. სისხლს დავღვრით და არ გავჩერდებით“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები