"მოვერევით ყველაფერს, ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა" - რას აცხადებს პანკისის ხეობაში ჩასული შს მინისტრი
"მოვერევით ყველაფერს, ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა" - რას აცხადებს პანკისის ხეობაში ჩასული შს მინისტრი
შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად 15 პოლიციელია დაშავებული.

„თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლოების ინტერესსაც. მოხდა რაღაც ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით ყველაფერს. ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს.

„მე ვფიქრობ, რომ როდესაც შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზრალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა
რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ“, - განაცხადა გახარიამ.


"ინტერპრესნიუსი"
მანანა
21 აპრილი 2019 16:29
იმედი მაქვს რომ ყველაფერი მოგვარდება დიალოგის მეშვეობით

რუბრიკის სხვა სიახლეები